ავტორი:

10 მთავარი მოვლენა, რომელიც შეიძლება 2027 წელს მოხდეს: ომები, რეკორდული სიცხე, ხელოვნური ინტელექტის დილემა და ა.შ.

10 მთავარი მოვლენა, რომელიც შეიძლება 2027 წელს მოხდეს: ომები, რეკორდული სიცხე, ხელოვნური ინტელექტის დილემა და ა.შ.

ბრიტანული ჟურნალი "ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით: "2027 წლის ათი მთავარი ტენდენცია“ (ავტორი - ტომ სტენდეჯი), სადაც გადმოცემული და განხილულია ის პროცესები, რომლებიც, ვარაუდით თუ რეალურად, 2027 წელს შეიძლება მოხდეს. "მსოფლიოს წინ დიდი გამოცდა ელოდება: აშშ-ის პოლიტიკური მომავლით და მზარდი ვალებით დაწყებული, დამთავრებული ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემებით“, - ნათქვამია მასალაში.გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თანამედროვე ცხოვრება ზოგჯერ სამეცნიერო-ფანტასტიკურ რომანს მოგვაგონებს. სარაკეტო-კოსმოსური დარგის მაგნატი, რომელიც კოსმოსში კომპიუტერების განთავსებაზე ოცნებობს, მსოფლიოში პირველი ტრილიონერი ხდება. დრონებმა ომის ხასიათი შეცვალეს. ტაქსები მძღოლის გარეშე მოძრაობენ. ხელოვნური ინტელექტის მოდელები ადამიანის კონტროლიდან გამოდიან. ადამიანების მსგავსი რობოტები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდიან. გაჩნდა ინიექციები, რომლებიც ადამიანს სიგამხდრის მიღწევაში და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან - თუ, რა თქმა უნდა, ვინმე ამას მოისურვებს.

რაც ნამდვილად გვაკლია და ვერ ვხედავთ, უცხოპლანეტელებია. 2027 წელს, ჩემი ვარაუდით, ისინი არ გამოჩნდებიან. სამაგიეროდ, ჩვენ მომსწრენი ვიქნებით რიგი სხვა ტენდენციებისა, რომლებსაც ღირს, თვალი ყურადღებით უნდა ვადევნოთ.

1. ეპოქა ტრამპის შემდეგ

ხმაურით ჩაიქროლეს კონგრესის შუალედურმა არჩევნებმა. საკანონმდებლო ორგანოს ახალ დემოკრატიულ უმრავლესობას ჯერ მუშაობა არ დაუწყია. მწარედ დამარცხებული რესპუბლიკელები საგონებელში არიან ჩავარდნილები - როგორი იქნება მათი მდგომარეობა იანვრიდან, როცა კონგრესში დემოკრატები იბატონებენ?

2027 წლიდან დაიწყება ბრძოლა დონალდ ტრამპის პოლიტიკური მემკვიდრის ადგილისათვის. ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი? თვითონ პრეზიდენტი "კოჭლ იხვად“ გადაქცევას არ აპირებს. იგი უფრო მეტად "გაბრაზებულ ფრინველს“ დაემსგავსება იმავე სახელწოდების ფილმიდან: შეუძლია კიდევ ბევრი სისულელე ჩაიდინოს და შეცდომა დაუშვას. ალბათ, უნდა ველოდოთ პრეზიდენტის ახალ ბრძანებებს, სასამართლო საჩივრებს, სახელწოდებების მოულოდნელ გადარქმევებს, გრანდიოზულ სამშენებლო პროექტებს და სამხედრო ავანტიურებს. დონალდ ტრამპი შეეცდება თავისი გავლენის შენარჩუნებას და იმის განსაზღვრას, თუ როგორ შევა მისი პრეზიდენტობა ისტორიაში. ამასობაში კი მთელი მსოფლიო დაიწყებს დაფიქრებას იმაზე, თუ როგორი იქნება ცხოვრება დონალდ ტრამპის შემდეგ.

2. ირანთან ომის ექო

ირანთან მიმდინარე ომის სწრაფი და საბოლოო დასრულება, როგორც ჩანს, 2027 წელსაც ვერ მოხერხდება, ამიტომ გაურკვევლობა გაგრძელდება. მაგრამ დონალდ ტრამპის მიერ დაუფიქრებლად დაწყებულმა ომმა უკვე შეარყია აშშ-ის ავტორიტეტი: მოკავშირეები ამერიკას უკვე აღარ ენდობიან, მოწინააღმდეგეებს კი აღარ ეშინიათ.

ირანთან ომის შედეგები მთელი 2027 წლის განმავლობაში იქნება საგრძნობი. ისინი შეცვლიან პოლიტიკურ სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში, ენერგორესურსების მსოფლიო ნაკადებს და საფრთხეს შეუქმნიან სასურსათო უსაფრთხოებას, ორგანული სასუქების მწვავე უკმარისობის გამო. უშუალოდ, თვითონ ირანში კი მმართველი რეჟიმი კიდევ უფრო გაამკაცრებს საზოგადოების კონტროლს.

3. ისევ ყველაზე ცხელი წელიწადი ისტორიაში

მოსალოდნელია, რომ 2027 წელი ყველაზე ცხელი წელიწადი იქნება კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში. ზემძლავრი მოვლენა "ელ-ნინიო“ მოგვცემს წარმოდგენას, თუ რა მომავალი გველოდება: უფრო ცხელი, იმავდროულად - არასტაბილური, უფრო გვალვიანი, ექსტრემალური სიცხის ტალღებით, ტყის ხანძრებით და დამანგრეველი ატმოსფერული მოვლენებით. ასეთი საშინელებების თავიდან აცილება შეიძლება ჰაერის გაჭუჭყიანების რაც შეიძლება სწრაფი შეჩერებით, ნახშირორჟანგის გამოფრქვევის აკრძალვით (მაგრამ საეჭვოა).

და ამ დროს დონალდ ტრამპი ისე, რომ თვითონაც არ სურდა, მსოფლიოს განახლებადი ენერგიის პოპულარიზატორად გადაიქცა.

განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლა ხომ საუკეთესო წესია არა მარტო კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისა, არამედ იმისიც, რომ თავიდან იქნას აცილებული მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე დამოკიდებულება.

4. წინააღმდეგობის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტისადმი

იმ რისკებისაკენ, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება, სულ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებაა მიპყრობილი.

ფინანსური ჩამოშლის საფრთხე უფრო გაიზრდება, იმის კვალობაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროს კომპანიები გაუმჭვირვალე და რთულ გარიგებებს აფორმებენ. იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მოხდება ფინანსურ ბაზრებზე, ხელოვნური ინტელექტის მქონე უფრო სრულყოფილი მოდელები (ანდროიდები) გამოყენებულნი იქნებიან მრავალრიცხოვანი კიბერშეტევების ორგანიზებისათვის. გააგრძელეთ კითხვა