ავტორი:

მკვლელობა ვაკეში: ანგარიშსწორება წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო?  - დაკავებულია ერთი პირი: რა ახალი დეტალებია ცნობილი

მკვლელობა ვაკეში: ანგარიშსწორება წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო?  - დაკავებულია ერთი პირი: რა ახალი დეტალებია ცნობილი

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკლულია 80 წლის მამაკაცი.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი - დაკავებული.

  • მედიის ინფორმაციით, ანგარიშსწორება კორპუსის ავტოფარეხში მოხდა და ის წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გარდაცვლილია ერთი პირი. მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე. სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები",- უთხრეს შსს-ში "ინტერპრესნიუსს".

ფოტოები: გიორგი ნიკოლიშვილი