ავტორი:

ცნობილია ვაკეში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "ამბობენ, რაღაც გარჩევა იყოო": ახალი დეტალები

ცნობილია ვაკეში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "ამბობენ, რაღაც გარჩევა იყოო": ახალი დეტალები

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის მამაკაცი ვახტანგ ჩიქოვანია. ამის შესახებ მედიასთან საუბრისას მოკლულის სიძემ თქვა. მედიაში მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ე.წ. კანონიერი ქურდის, გოგი ჩიქოვანის ძმა იყო, თუმცა აღნიშნული ცნობა გარდაცვლილის სიძემ, დათო შელიამ არ დაადასტურა.

"არაფერი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ აქ რასაც ამბობენ, რაღაც გარჩევა იყოო", - ამბობს ჟურნალისტებთან მოკლულის სიძე.

  • ცნობისთვის, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ანგარიშსწორება კორპუსის ავტოფარეხში მოხდა.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გარდაცვლილია ერთი პირი. მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე. სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები",- აცხადებენ შსს-ში.

ნახეთ ასევე:

ვაკეში მომხდარი მკვლელობისთვის 60 წლის ბიზნესმენი დააკავეს