ავტორი:

"დიახ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ გვაქვს" - ნიკოლ ფაშინიანი

"დიახ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ გვაქვს" - ნიკოლ ფაშინიანი

ჩვენ ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ გვაქვს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

  • ნიკოლ ფაშინიანმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეუერთდა სომხეთი დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე მიღებულ ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას.

ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი დოკუმენტში ნატო-სთან დაკავშირებული ფორმულირებები იყო.

"ჩვენ ერთი მიზეზით არ შევუერთდით და პარტნიორებს ღიად ვუთხარი, რომ იქ ნატო-სთან დაკავშირებით ბევრი მითითება იყო. ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, რომ დიახ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკაში არ გვაქვს გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანების ან მსგავსი მიზნის დასახვის შესახებ. ჩვენ ვთქვით - დიახ ევროკავშირს, მაგრამ პოლიტიკის გადაწყვეტილებას სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ლოგიკით არ ვიღებთ. მიზეზი ეს იყო და ისინი ამას გაგებით მოეკიდნენ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, დუბლინში, ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას 40-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ხელი მოაწერა.