ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ უმძიმეს ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. უმძიმესია სოციალური ქსელით გავრცელებული ტრაგედიის ამსახველი კადრები.
გლოვობენ ადგილობრივები გარდაცვლილებს და ყველა შეძრულია მომხდარით.
“ჩემი თანასოფლელები არიან დაღუპულები, საუკეთესო ოჯახი, მართლა არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. დაიქცა ეს უკარგესი ოჯახი. მე ახლა თბილისში ვარ და აქ, სოციალური ქსელით გავიგე მომხდარი. ეს დიდი ტრაგედიაა. როგორც გავიგე, ბაბუა, ბებია და შვილიშვილები ყოფილან მანქანაში. შატბერაშვილები არიან. ლია და როლანდ შატბერაშვილებს ჩვენთან ყველა იცნობს და ყველა პატივს სცემს, ისინი არიან გარდაცვლილები და ასევე გარდაცვლილია საუბედუროდ მათი შვილიშვილი, ისიც ადგილზე დაღუპულა, როგორც გავიგეთ, მანქანაში ყოფილა მეორე შვილიშვილიც, ისიც მძიმედ დაშავდა და გადმოუყვანიათ თბილისში...განაგრძეთ კითხვა