ავტორი:

"შოთიკოს შემდეგ ყველაფერზე ვამბობ, რომ რა მოხდა, არა უშავს. და მართლაც არა უშავს, იმიტომ, რომ უბედურება არის ეს“ - რას იხსენებს ეკა მიშველაძე ბუკა პეტრიაშვილის შვილის ტრაგედიაზე

"შოთიკოს შემდეგ ყველაფერზე ვამბობ, რომ რა მოხდა, არა უშავს. და მართლაც არა უშავს, იმიტომ, რომ უბედურება არის ეს“ - რას იხსენებს ეკა მიშველაძე ბუკა პეტრიაშვილის შვილის ტრაგედიაზე

ყოფილი მინისტრის, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან წლები გავიდა. მისი 18 წლის ვაჟი, შოთიკო პეტრიაშვილი, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი აივნიდან გადმოვარდა, მისი გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

შოთიკო მამასთან ერთად აქციებზეც ჩნდებოდა. მან სკოლა ტრაგედიამდე ერთი წლით ადრე დაამთავრა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

  • ნანუკა ჟორჟოლიანთან სტუმრობისას, ბუკა პეტრიაშვილის მეორე მეუღლე ეკა მიშველაძე შოთიკოს გარდაცვალების მძიმე ამბავს იხსენებს და საუბრობს იმ ტკივილზე, რომელსაც ოჯახი დღემდე ატარებს.

"სართული კი არ იყო მაღალი, უბრალოდ, ეს ძველი სახლია, მაღალჭერიანი და მაინც მაღალი იყო. არც მინდა მაგის გახსენება, სულ ტირილით ვამთავრებ და არ მინდა, ახლაც რომ...“

ეკა მიშველაძის თქმით, ტრაგედიამ ოჯახს ბევრი რამ გადააფასებინა. ბუკა პეტრიაშვილისთვის განსაკუთრებით მძიმეა უსამართლობის განცდა და კითხვა – რატომ მოხდა ეს ყველაფერი.

"უსამართლობის შეგრძნებას ყველაზე მთავარი კითხვა ახლავს - რატომ, რომელსაც პასუხი არ აქვს. სულ ამ კითხვას სვამს სახლში, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე პასუხი არ არსებობს. ასე მოხდა. ეს არის მოუნელებელი ტკივილი. ტყუილია, როცა ამბობენ, რომ დრო რამეს კურნავს. პირიქით, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო რთულია, იმიტომ, რომ უფრო დიდია მონატრება.

შოთიკო არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, საოცარი ბიჭი, ყველაფრით შემკული, ნიჭიერი, მხიარული, ლაღი, კეთილი, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა და ასე შემდეგ.

ამ ტრაგედიამ ყველას ბევრი რამ გადაგვაფასებინა. მივხვდი, რომ მართლაც არაფერი არაფრად არ ღირს და მთავარი სიყვარულია. მთავარია, ერთმანეთთან ყოველი დღე ისე ვიცხოვროთ, თითქოს უკანასკნელია. ეს მართლა ასე ყოფილა.

შოთიკოს შემდეგ ყველაფერზე ვამბობ, რომ რა მოხდა, არა უშავს. და მართლაც არა უშავს, იმიტომ, რომ უბედურება არის ეს“, - ამბობს ეკა მიშველაძე.