ამ დროისთვის, ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ - ჩვენი მხრიდან ყურადღება და დაკვირვებაა ყველასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთან , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას განაცხადა.
"ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების არაერთი ჯგუფი და პრაქტიკულად, ამ თვალსაზრისით შეფერხება არ იარსებებს. პრაქტიკულად, პირველივე წუთებიდანვე, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, ბუნებრივია, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ბრიგადა. იდენტიფიცირებული არიან ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და პრაქტიკულად ყველა მათგანი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
ყველასთვის არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, დახმარება. ოთხი ადამიანია ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ. ჩვენი მხრიდან ყურადღება და დაკვირვებაა ყველასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთან მიმართებაში. სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებებია. ყურადღების ქვეშ არის ყველა პაციენტი და იმის მიხედვით, როგორ განისაზღვრება თითოეულ მათგანთან მიმართებაში საჭიროება სამედიცინო დახმარების, ყველასთვის ეს იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.