ქვემო ფონიჭალაში, კორპუსთან, სადაც აფეთქება მოხდა, ახლობლები არიან შეკრებილი, ისინი აცხადებენ, რომ ნანგრევებში ადამიანები რჩებიან. მათივე ცნობით, აფეთქების დროს ნანგრევებში მოჰყვნენ ბავშვებიც.
"ჩემი შვილი და შვილიშვილია ნანგრევებში მოყოლილი - ბავშვი 6 წლისაა" - ამბობს ქალი "ტვ პირველთან".
კორპუსის მცხოვრები ერთ-ერთი ახალგაზრდა ამბობს, რომ მისმა ოჯახის წევრებმა მოასწრეს გამოსვლა, თუმცა, ნანგრევებში დარჩენილია დეიდა, რომელიც მისი ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია.
"პირველ სართულზე გვეძინა, უცბად დაიწყო, ჩამოწვა მთლიანი. ოთხივე სართული პირველ სართულზეა ჩამოსული. დეიდაა მოყოლილი დაბლა, ჩვენი ოჯახიდან ყველამ მოვასწარით გამოსვლა, მაგრამ დეიდა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და არ ვიცით, რა ხდება", - ამბობს ის.
კიდევ ერთი ქალბატონი კი ჟურნალისტებთან ამბობს;
" ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან, ორი პატარა, ნანგრევებში მოყოლილები, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.
ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო - ხალხმა კორპუსიდან მოშორებით დისტანციაზე გაყვანა გააპროტესტა. მოქალაქეების თქმით, შორი მანძილიდან ვერ ადევნებენ თვალს, გამოჰყავს თუ არა მაშველებს მათი ახლობლები ნანგრევებიდან.
შსს-მ ხალხი ადგილიდან იმიტომ განარიდა, რომ არსებული ინფორმაციით 5-სართულიან შენობას ბზარები დაემატა და კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს.
პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.
იხილეთ ასევე: