ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
პოლონეთის პრემიერმა აღნიშნული შინაარსის პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მეგობარი უწოდა.
დონალდ ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკიც.
"მართლაც, რთულია განსჯა - შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ - მაგრამ პუტინის ჩახუტება და მისთვის მეგობრის წოდება გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. რადგან ჩნდება კითხვა: ვისთან უფრო მეტად მეგობრობს ის - პუტინთან თუ ჩვენს პრეზიდენტთან? და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ საქმე რთულ არჩევანზე მიდგება - რომელ მეგობარს აირჩევს?“ - აღნიშნა სიკორსკიმ.