ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაია კლინიკაში გადაიყვანეს. მცირეწლოვანი კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს და მასზე ახლა ექიმები ზრუნავენ.
როგორც ცნობილი ხდება 3 წლის თაია ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.
“გთხოვთ ილოცეთ მეგობრებო! თაია კარგადაა,ნუცა და ნინო დაგვრჩა გამოსაყვანი!“ - წერს ოჯახის წევრი ია ჭიპაშვილი.
ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის არიან თაიას დედა- ნინო ჭელიძე და და - 7 წლის ნუცა.

ნანგრევებში მოყოლილებს შორის ასევე ლალი შიშმანაშვილი, რომელიც პირველ სართულზე ცხოვრობდა. მისი მისი ტყუპი შვილები გადარჩნენ. ლალის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
გთავაზობთ უახლეს ფოტოებს ადგილიდან:




შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს.
ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.
იხილეთ ასევე: