ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“მცირეწლოვანი ნახევარი საათია რაც შემოიყვანეს კლინიკაში. ამ ეტაპზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოკვლევები ჯერ არ დასრულებულა, ტომოგრაფიის შედეგს ველოდებით, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა ანი დალაქიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.
იხილეთ ასევე: