“თბილისი ენერჯის“ დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე “ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს ისარგებლონ მომსახურებით, რომელიც მათ გაზგასამართ სისტემებს სრულიად შეამოწმებს.
“მინდა კარგად მომისმინოს თითოეულმა მაყურებელმა: დაახლოებით 6-7 წელია ტელეეთერით მოვუწოდებთ ყველა აბონენტს. ყველას, ვისაც კი დააინტერესებს, რა მდგომარეობაშია ოჯახში არსებული გაზის ქსელი, დარეკოს 240-40-04-ზე, ეს არის ჩვენი ხაზის ტელეფონი 24/7-ზე და მარტივად მოითხოვოს - “მაინტერესებს და შემიმოწმეთ ჩემს ბინაში არსებული გაზის ქსელი და დანადგარები რამდენად უსაფრთხოა“.
ეს მომსახურება არის სრულიად უფასო. მოთხოვნიდან მეორე, მაქსიმუმ, მესამე-მეოთხე დღეს აუცილებლად მოვლენ ჩვენი სპეციალისტები და შეამოწმებენ. ან მისცემენ რჩევებს, რა გამოასწოროს, ან საფრთხის შემთხვევაში ექნებათ რეაგირება.
ეს არის სრულიად უფასო და ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს ამ მომსახურებით,“ - აცხადებს ლეფსვერიძე