ავტორი:

“გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ - ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას

“გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ - ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას

ენერგეტიკისა და ენერგო უსაფრთხოების ექსპერტი, გიორგი ჭაღიაშვილი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს და ურჩევს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუნდაც მცირე ზომის სარკმელი ღია დატოვონ, რაც ჰაერგამტარობას უზრუნველყოფს და რისკებს შეამცირებს.

“როდესაც სახლში გმანავთ და კეტავთ ყველაფერს, რომ სითბო დაიჭიროს გამათბობლებმა, იწყება ჟონვა, ვდგებით საფრთხის წინაშე რომ გაზი ან აალდეს, ან აფეთქდეს.

რატომ გამოვყავი ეს 2 კრიტერიუმი: დღეს ნანახიდან რომ ვიმსჯელოთ, გვაქვს ხოლმე ორი ფაქტი. გაზი ყოველთვის არ ფეთქდება და ყოველთვის არ არის დამანგრეველი. მას აქვს ფეთქებადობის ზღვარი. დახურულ სივრცეში თუ მეთანი დაგროვდა 5-დან 15% მდე მაგ შემთხვევაში იწვევს ნგრევას. თუ ეს არის 4%-მდე ან 16%-ის ზევით, მაგ შემთხვევაში მეთანი აალდება.

ამ დროს, როდესაც ასეთი ნგრევა ხდება, აშკარად გამოწვეულია იმით, რომ დახურულ სივრცეში, დროთა განმავლობაში მოხდა 5-დან 15%-მდე მეთანის დაგროვება,“ - განაცხადა ჭაღიაშვილმა “ფორმულას“ ეთერში“.

  • მისი თქმით, არსებობს პრევენციის უნიკალური მეთოდი:

“მოსახლეობას ვურჩევ თუ სადმე შესაძლებელია სარკმლის გამოღება და ღიად დატოვება, გამოაღონ და დატოვონ. გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს გამათბობელმა იმუშაოს დაბალ რეჟიმზე,“ - აღნიშნა ენერგეტიკისა და ენერგო უსაფრთხოების ექსპერტმა.