“სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი, მაშველებმა საერთო ჯამში 5 მოქალაქე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.
“ასევე სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში, მინდა მათ ოჯახებს, ოჯახის წვერებს მივუსამძიმრო. ტრაგედია არის, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვისა.
გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, კონკრეტულად შემთხვევის ადგილის დათვალიერება, კრიმინალისტების ჩართულობით ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვების მიზნით. მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და ასევე სამაშველო ღონისძიებებში. აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში, ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა მადლობა გადავუხადო მედიის საშუალებებსაც“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს.
იხილეთ ასევე: