ჟურნალისტი თაია გამთენაძე ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ბოლო დროს მომრავლებულ შემთხვევებზე წერს.
“ყოველდღიურად ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ…
სახლში ხარ და იქაც არ ხარ დაცული!
სამი დღის წინ, მეზობელმა კორპუსის ჩატში დაწერა, ფანჯარას ტყვია მოხვდაო, მეცხრე სართულზე, ტყვია სახლში ეგდო.
მადლობა ღმერთს, იმ დროს სახლში არავინ იყო. მას შემდეგ კედელ-კედელ დავდივარ, ფანჯრის ფობია ავიკიდე!
ზიხარ სახლში და შეიძლება კორპუსი თავზე ჩამოგენგრეს. მიდიხარ ქუჩაში და შეიძლება ვიღაცას უბრალოდ შენი სახე არ მოეწონოს და მოგკლას. კიდევ რამდენი მაგალითი უნდა ჩამოვთვალოთ?!
როცა ამდენ უბედურებას უყურებ, მერე ფიქრობ, რომ ამჯერადაც გაგვიმართლა ჩვენ, მაგრამ ხვალ რა მოხდება, არავინ იცის. არაფრისგან ვართ დაცული.
ხვალ სამი წლის ჩემი სეხნია, პატარა თაია, დედას რომ მოითხოვს… ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს?!“ - წერს ჟურნალისტი.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია. ნანგრევებიდან ამოიყვანეს 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი. საერთო ჯამში 5 მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.