ავტორი:

ვაკუუმური ბომბის ეფექტი: ქვემო ფონიჭალაში ტრაგედია რვა წლის ინტერვალით გამეორდა

ვაკუუმური ბომბის ეფექტი: ქვემო ფონიჭალაში ტრაგედია რვა წლის ინტერვალით გამეორდა

გუშინდელმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა - 2026 წლის 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. სამაშველო და სამძებრო ოპერაცია ღამით, ნანგრევებიდან მეექვსე ცხედრის ამოსვენების შემდეგ დასრულდა.წინასწარი მონაცემებით ცნობილია ამ ტრაგედიის გამომწვევი მთავარი მიზეზი - ადგილობრივების გადმოცემით, ბოლო სართულზე მცხოვრები ღამით გაზქურის ანთებას ცდილობდა, დილით კი, მორიგი მცდელობისას, დაგროვილი გაზი აფეთქდა…

მაგრამ ერთ ბინაში და თანაც ბოლო სართულზე დაგროვილი ბუნებრივი გაზის აფეთქებას რატომ უნდა გამოეწვია ასეთი კატასტროფული შედეგი, როდესაც ხუთივე სართულის ბინები ერთდროულად ჩაიშალა?

  • ფიზიკური თვალსაზრისით, დახურულ სივრცეში დაგროვილი ბუნებრივი გაზის აფეთქებას ზუსტად იგივე მოქმედების პრინციპი აქვს, რაც ვაკუუმურ (თერმობარულ) ბომბს.

ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს მოცულობით აფეთქებასთან, სადაც საწვავის როლს გაზი ასრულებს, ხოლო ჟანგბადს აფეთქება თავად ჰაერიდან იღებს.

როდესაც ოთახში დაგროვილ გაზსა და ჰაერს ნაპერწკალი ეხება, აირი მყისიერად აალდება და ფართოვდება. ეს ქმნის უზარმაზარ შიდაწნევას, რომელიც კედლებსა და ფანჯრებს გარეთ ისვრის.

წვის პროცესი წამის მეასედში შთანთქავს ოთახში არსებულ მთელ ჟანგბადს, ხოლო ცხელი აირები გარეთ გამოიტყორცნება. ამის გამო აფეთქების ეპიცენტრში წარმოიქმნება დაბალი წნევის ზონა (ვაკუუმი).

ვაკუუმის შესავსებად გარედან ჰაერი უკან, შენობის შიგნით ისწრაფვის. სწორედ ეს „ორმაგი დარტყმა“ (ჯერ გარეთ გატყორცნა და შემდეგ მყისიერად შიგნით შეწოვა) იწვევს შენობის კონსტრუქციების - განსაკუთრებით კი პანელური კედლების - სრულ მოშლასა და ჩამონგრევას... წაიკითხეთ ვრცლად