ავტორი:

საკრუიზო ლაინერ Caribbean Princess-ზე 100-ზე მეტი მგზავრი უცნობი ინფექციით დაავადდა - რას აცხადებს კომპანია?

საკრუიზო ლაინერ Caribbean Princess-ზე 100-ზე მეტი მგზავრი უცნობი ინფექციით დაავადდა - რას აცხადებს კომპანია?

კარიბის ზღვაში მცურავ საკრუიზო ლაინერ Caribbean Princess-ზე კუჭ-ნაწლავის უცნობმა ინფექციამ იფეთქა, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი შეუძლოდ გახდა.

გაზეთ The New York Post-ის ცნობით, კარიბის ზღვაში მცურავ საკრუიზო ლაინერ Caribbean Princess-ზე 100-ზე მეტი მგზავრი კუჭ-ნაწლავის უცნობი დაავადებით დაინფიცირდა.

გამოცემის მონაცემებით, შეუძლოდ გახდა 2 936 მგზავრიდან 134 და 1 132 ეკიპაჟის წევრიდან 14.

  • დაავადების ძირითადი სიმპტომებია ღებინება და დიარეა. ინფექციის აფეთქება მოხდა 11 ნოემბერს, ფლორიდის ქალაქ ფორტ-ლოდერდეილიდან ხომალდის გაყვანიდან ოთხი დღის შემდეგ.

ინფექციის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა საკრუიზო ოპერატორმა მდგომარეობა შეაფასა, როგორც “„მსუბუქი“.

კომპანია Princess Cruises-ის წარმომადგენლის განცხადებით, მგზავრთა უმრავლესობას სიმპტომები არ აღენიშნება და კომპანია სიტუაციას ყურადღებით აკონტროლებს .ამჟამად საკრუიზო ლაინერი აგრძელებს გადაადგილებას წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით.

12-დღიანი კრუიზის პროგრამა ითვალისწინებს კოლუმბიაში შესვლასა და პანამის არხის გადაკვეთას. ხომალდის აშშ-ში დაბრუნება 23 ნოემბერს არის მოსალოდნელი.

წყარო