მოდელი რუსა ჩაჩუა ორი დღის წინ, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ მომხდარს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მილის დაზიანების შედეგად გამოწვეული წყალდიდობით, რამაც კორპუსი და საცხოვრებელი ბინები დააზიანა, მისი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ.
“ვინც მკითხულობთ, მინდა ერთად გიპასუხოთ.
დედაჩემი და ძიმკა კარგად არიან. მართლა სასწაულს გადაურჩნენ, დედაჩემს მრავლობითი ჰემატომა აქვს სახეზე. ცურვით გამოვიდნენ.
დედაჩემი და ძიმკა იყვნენ სახლში. ღამე, ოთხის ნახევარზე გამოხეთქა წყალმა და წელამდე წყალში მოცურავდნენ,“ - აღნიშნავს მოდელი თავის ვიდეოში.
შეგახსენებთ, 18 ნოემბერს, გამთენიისას, საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ძლიერად დაზიანდა კორპუსი და ბინები.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მოხდა კომპანიის ტექნიკური და საავარიო ჯგუფების დაუყოვნებელი მობილიზება. კომპანია დაზარალებულებს ხარჯების სრულად ანაზღაურებას დაჰპირდა.