ავტორი:

სამხრეთ კორეამ გამოავლინა 111 სტუდენტი, რომლებიც გამოცდების დაწერას მიკროკამერის, მობილური ტელეფონისა და AI ინსტრუმენტების მეშვეობით ცდილობდნენ

სამხრეთ კორეამ გამოავლინა 111 სტუდენტი, რომლებიც გამოცდების დაწერას მიკროკამერის, მობილური ტელეფონისა და AI ინსტრუმენტების მეშვეობით ცდილობდნენ

სამხრეთ კორეის განათლების სამინისტროს განცხადებით, ეროვნულ მისაღებ გამოცდებზე ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით გადაწერის შემთხვევების მატების გამო გატარებული გადაუდებელი ზომების შედეგად, 111 აბიტურიენტი აკრძალული სმარტ-მოწყობილობებით გამოავლინეს.

  • სამხრეთ კორეაში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ეროვნული გამოცდა ნახევარმა მილიონმა აბიტურიენტმა ჩააბარა, რომელიც ბოლო დროს მომხდარი ხმაურიანი სკანდალების ფონზე წარიმართა.

გამოცდების დაწყებამდე ხელისუფლებამ გამოაცხადა “შპარგალკების“ წინააღმდეგ მიმართული სპეციალური ზომები, მათ შორის ქვეყნის ყველა მობილურ ტელეფონზე საგანგებო შეტყობინებების გაგზავნა საგამოცდო დარბაზებში აკრძალული მოწყობილობების გამოსავლენად.

პარასკევს სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა ლი ჯე მიუნგმა საგამოცდო სისტემის ძირეული რეფორმირება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ასეთ ტესტებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გადაწერა სამართლიანობასა და ნდობას ურყევს ფუძეს. შეშფოთება მას შემდეგ გაიზარდა, რაც გავრცელდა ცნობები აბიტურიენტების მიერ AI მოწყობილობების გამოყენების შესახებ.

გასულ თვეს უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე ორი აბიტურიენტი AI სათვალეების გამოყენებისას გამოავლინეს, ხოლო სამინისტროს ცნობით, წელს სკოლებში ასეთი სათვალით გადაწერის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა.

  • სკანდალმა პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც საგადასახადო ბუღალტერიის სერტიფიცირების გამოცდის საუკეთესო შედეგის მქონე 34 წლის ჰან ვონ-სოკმა აღიარა, რომ გამოცდა მიკროკამერის, მობილური ტელეფონისა და AI ინსტრუმენტების მეშვეობით გადაწერა. მისმა აღიარებამ, როდესაც 160 კითხვებიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა შეცდომა, საზოგადოებაში ეჭვები გააჩინა, რის შემდეგაც გავრცელებულ ვიდეოში მან განმარტა, რომ მიკროკამერით ფოტოს უღებდა ტესტებს, უგზავნიდა AI-ს და პასუხებს სმარტფონში ამოწმებდა.

პირველად ისტორიაში: კატასტროფების განგაშის სისტემა შპარგალკების წინააღმდეგ

ჰანის აღიარებამ ეროვნულ გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებას აიძულა ბოლო წუთს მიეღო საგანგებო ზომები გადაწერის აღსაკვეთად.

ხუთშაბათს, 08:00 საათიდან 15:00 საათამდე, ქვეყნის მასშტაბით სამი საგანგებო შეტყობინება გაიგზავნა, რამაც ტელეფონების ერთდროული ხმოვანი სიგნალი გამოიწვია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უხმო რეჟიმზე იყო ან ტურისტულ როუმინგში იმყოფებოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ კორეამ ეროვნული კატასტროფების განგაშის სისტემა გამოცდებზე შპარგალკების გამოსავლენად გამოიყენა.

გარდა ამისა, აბიტურიენტებს დაევალათ პერანგებსა და პიჯაკებზე ღილები დაეფარათ, რათა ფარული კამერების ჩამონტაჟება აეცილებინათ, ხოლო სათვალეები სპეციალურ შემოწმებას დაექვემდებარა.

წყარო