UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ილია თოფურია, ძმას მომავალი დაპირისპირების წინ ამხნევებს და ამაღელვებელ წერილს ავრცელებს.
ალექსანდრე თოფურია ხვალ, 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართ UFC Fight Night-ზე სანტიაგო ლუნას შეხვდება. ალექსანდრე თოფურია მექსიკელ მეტოქესთან დაპირისპირებას UFC-ში ზედიზედ მოპოვებული ორი გამარჯვებით ხვდება.
“ჩემო ძმაო, მინდა მოგილოცო ყველა შრომა, თავგანწირვა და თავდადება, რამაც აქამდე მოგიყვანა.
ჩვენზე უკეთ არავინ იცის ამ სამყაროში რა გზა გამოვიარეთ. არავინ იცის სინამდვილეში რის ფასად დაგვიჯდა აქამდე მოსვლა, რა სირთულეები გადავლახეთ, დრო, როცა ადგომა მოგვიწია და ყველაფერი, რაც უკან დაგვრჩა ოცნებებისკენ.
ყველაფერი დაიწყო ორი ძმით, რომლებიც ოცნებობდნენ ველოსიპედი ჰყოლოდათ საზიარებლად. და დღეს, ერთ-ერთი ასეთი ბავშვი გახდა მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო.
მაგრამ რაც ყველაზე სიამაყით მავსებს არის არა ის, რასაც მიაღწიე, არამედ ის, ვინც გახდი. იმიტომ, რომ ვიცი ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და გული ყველა ბრძოლის უკან.
ხვალ შენ უბრალოდ არ ახვიდე ამ ოქტაგონზე. შენთან ერთად დგება ჩვენი ბავშვობის ოცნებები, ჩვენი მსხვერპლი, ჩვენი ისტორია და ყველა ის, ვისაც არასდროს შეუწყვეტია ჩვენი რწმენა.
ხვალ გამარჯვება შენ გეკუთვნის, რადგან სისხლით, ოფლით, ცეცხლით მოიპოვე.
რაც არ უნდა მოხდეს, შენ ჩემთვის ყოველთვის ჩემპიონი იქნები, ჩემი უფროსი ძმა და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამაყე.
გულიდან სულამდე.
მთელი არსებით მიყვარხარ ძმაო. ღმერთი იყოს შენთან ხვალ და ყოველთვის,“ - წერს ყოფილი ჩემპიონი.
იხილეთ ასევე: