ავტორი:

სასწაულებრივი გადარჩენა არიზონაში - უდაბნოში, 7 საათის განმავლობაში დაკარგული 2 წლის გოგონა, რომელსაც მხოლოდ პამპერსი ეცვა, მოხალისემ იპოვა (ვიდეო)

სასწაულებრივი გადარჩენა არიზონაში - უდაბნოში, 7 საათის განმავლობაში დაკარგული 2 წლის გოგონა, რომელსაც მხოლოდ პამპერსი ეცვა, მოხალისემ იპოვა (ვიდეო)

არიზონას უდაბნოში დაიკარგა 2 წლის გოგონა, რომელსაც მხოლოდ პამპერსი ეცვა. მასშტაბური სამძებრო ოპერაცია ბედნიერი დასასრულით დასრულდა, როდესაც კეთილმა სამარიტელმა პატარა ცოცხალი და უვნებელი იპოვა.

პინალის ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, 2 წლის გოგონა სამშაბათს საღამოს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქალაქ ელოის მახლობლად მდებარე ოჯახის სახლის ეზოდან გაუჩინარდა. პოლიციის განცხადებით, ბავშვი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და სახლიდან “მხოლოდ პამპერსის ამარა“ გაიპარა.

გოგონას გაუჩინარებას მასშტაბური სამძებრო ოპერაცია მოჰყვა, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოების 75-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. ძებნის პროცესში ჩართული იყვნენ კინოლოგები ძაღლებით, ვერტმფრენები და დრონები. ხელისუფლება შიშობდა, რომ პატარა უდაბნოს მკაცრ კლიმატს დიდხანს ვერ გაუძლებდა.

პოლიციასთან ერთად სამძებრო ოპერაციაში ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ჩაერთნენ, მათ შორის ჯეი სტიუარტი, რომელიც დაკარგული გოგონას ოჯახის მეზობელია. სტიუარტმა, რომელიც თავად მამა და პაპაა, შეშინებული და გაყინული გოგონა ოჯახის სახლიდან დაახლოებით 3.2 კმ-ის დაშორებით, უდაბნოს ხევში მდებარე ბუჩქებში იპოვა.

მცირეწლოვანი შუაღამისას, ბავშვის გაუჩინარებიდან დაახლოებით 7 საათის შემდეგ იპოვეს.

წყარო