ბერა ივანიშვილი ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება და საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
ბერა ივანიშვილი, ასევე, მადლობას უხდის მაშველებს გადარჩენილი სიცოცხლისთვის.
"მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვლოცულობთ მათი სულებისთვის, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს...
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს გადარჩენილი სიცოცხლისთვის!" , - წერს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში.