ავტორი:

ინტერვიუ კუსტურიცასთან: აგრესორი პუტინი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს - "გადმოდით ჩვენ მხარეს, ისტორიის სწორ მხარეს გადმოდით"

ინტერვიუ კუსტურიცასთან: აგრესორი პუტინი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს - "გადმოდით ჩვენ მხარეს, ისტორიის სწორ მხარეს გადმოდით"

ოკუპანტი რუსეთის აგრესორმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს მიმართა: "გადმოდით ჩვენ მხარეს“.

ვლადიმერ პუტინმა რეჟისორ ემირ კუსტურიცასთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინელ ხალხს მოუწოდა, რომ "თავიანთი შვილების მომავალზე იფიქრონ“.

"თუ უკრაინელებზე ვსაუბრობთ, მინდა, რომ ეს მოისმინონ - რაც არ უნდა ხდებოდეს, რა ტრაგედიებიც არ უნდა ხდებოდეს დღეს, მომავალზე ფიქრია საჭირო. საკუთარი შვილების მომავალზე უნდა იფიქრონ. საჭიროა იმის გაგება, რომ თუ გვსურს ძლიერები ვიყოთ, განვითარების კარგი პირობები გვქონდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ცალკე მიმართა.

"მინდა ვთქვა - გადმოდით ჩვენს მხარეს. რადგან, ეს ჩვენი საერთო მხარეა. გადმოდით საერთო მხარეს, ისტორიის სწორ მხარეს გადმოდით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე, პუტინის თქმით, უკრაინაში მცხოვრები ყველა ადამიანი გაერთიანებისკენ უნდა ისწრაფოდეს.

"არა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. არამედ, გაერთიანებაზე ვსაუბრობ, ამ სიტყვის ფართო გაგებით“, - განაცხადა პუტინმა.