ავტორი:

FBI-ის მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა - CNN

FBI-ის მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა - CNN

FBI-ის მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა, - ინფორმაციას CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კიბერშეტევა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ეროვნულ კრიმინალურ საინფორმაციო ბაზაზე განხორციელდა.

წყაროების თქმით, ეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ეროვნულ ცენტრში შეღწევის მეორე შემთხვევაა.

FBI აღნიშნულ მონაცემთა ბაზას მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებებისთვის და ორდერების გაცემისთვის ინფორმაციის მისაღებად იყენებს.

სექტემბერში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერების დაჯგუფება ShinyHunters-მა აიღო. მათი სამიზნე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების პირადი მონაცემები იყო.