ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარმა გაზის გაჟონვისა და აფეთქების შემთხვევებმა, მათ შორის ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ გაამძაფრა საზოგადოების შიში გაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ თემას სოციალურ ქსელში ბიზნესვუმენი თამო ვაშალომიძეც გამოეხმაურა.
მისი თქმით, შიშის გამო ზოგჯერ გათენებას ელოდება, რათა დამშვიდდეს და დარწმუნდეს, რომ საფრთხე აღარ არსებობს. ბიზნესვუმენი აღიარებს, რომ ვიდეოს ჩაწერა არაერთხელ სცადა, თუმცა ყოველ ჯერზე შლიდა, რადგან არ სურდა ამ თემაზე საუბარი.
"რაც ამ სახლში გადმოვედი, მეგობრებო, 10-ჯერ ჩავწერე ეს ვიდეო და 10-ჯერ წავშალე. აი, მგონია, რომ ყოველი დღის შემდეგ რაღაც შეიცვლება და ამაზე საუბარს ვარიდებდი თავს. ხვალ უნდა დავურეკო გაზის კომპანიას და შევამოწმებინო. ჯერ ხომ ისე მქონდა შიში, ვერ ვიძინებდი. ახლა, ამ ტრაგედიის შემდეგ უარესად ვარ, მით უმეტეს, გაზი გასდიოდა, კი გააკეთეს, შემოწმებულია, მაგრამ მაინც ვნერვიულობ.
თქვენ არ იცით, როგორ ვიტანჯები. გათენებას ველოდები.
ადრე მეგონა, ვკვდებოდი და მორჩა, აი, ანდერძს ვწერდი... ახლა მკვლელობა რომ მოხდება, რაღაც უბედურება, მაშინვე ცუდად ვხვდები.
ახლა არის დილის 8-ის ნახევარი და ახლა უკვე დავიძინებ.
ახლა ამაზე დამეწყო ეს შიშები, ეს საშინელება. ვაიმე, აი, ოღონდ ეს გადამალახვინა და ეს შიშის გრძნობა არ მქონდეს, არ ვიცი. ძალიან ვიტანჯები, ხალხო, ძალიან, ძალიან ვიტანჯები. დავიღალე...
თუ ჩამეძინა, როგორც კი გამომეღვიძება, მაშინ ვეუბნები ჩემს თავს, არაფერი არ ხდება, დამშვიდდი, დაწყნარდი.
ვიცი, მეტყვით, პანიკური შეტევებიაო. ფაქტია, რომ ეს გრძელდება უკვე რამდენიმე თვეა, ოთხი თვეა ასე ვარ. აი, ოთხი თვეა, რაც აქ გადმოვედი, ასე ვარ და იმედია, ეს ჯოჯოხეთი დასრულდება".