ავტორი:

"თეთრი კაბა ჩამაცვი და გამიფრინდი არა? დამიბრუნდი...“ - რას წერს ფონიჭალაში, ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ჯაბა საყევარაშვილის მეუღლე

"თეთრი კაბა ჩამაცვი და გამიფრინდი არა? დამიბრუნდი...“ - რას წერს ფონიჭალაში, ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ჯაბა საყევარაშვილის მეუღლე

ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა აფეთქებამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის 28 წლის ჯაბა საყევარაშვილიცაა, რომელსაც მეუღლე და პატარა შვილი, ნენე დარჩა. ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე, მარიამ ბენდიანიშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებს და საყვარელ ადამიანს ემშვიდობება.

"დამიბრუნდი რაა... ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები... ჩემი და ნენესი...“

"ჩემი ლამაზი ბიჭი... ჩემი სულის ნაწილი...თეთრი კაბა ჩამაცვი და გამიფრინდი არა?..დამიბრუნდი...“ – წერს მარიამ ბენდიანიშვილი.

  • ჯაბა "საქართველოს ფოსტაში“ კურიერად მუშაობდა. კომპანიამ მისი გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ის გუნდის გამორჩეული წევრი, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და საქმისადმი ერთგული თანამშრომელი იყო.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად სადარბაზოს ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვის.

ტრაგედიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. მომხდარის გამო, საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.