ავტორი:

Wildberries-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა - რას წერს რუსული მედია

Wildberries-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა - რას წერს რუსული მედია

Wildberries-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული ონლაინ ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ტატიანა კიმმა თანამდებობა დატოვა.

  • ტატიანა კიმი Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კომპანიის მენეჯერმა ალექსეი კულიკოვმა შეცვალა.

ცნობისთვის, 16 ნოემბერს ევროკავშირმა ტატიანა კიმს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, Wildberries-ი ხელს უწყობს რუსეთის არმიის მომარაგებას სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გაყიდვის გზით.