ცნობილი ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორისა და ზუმბას მოცეკვავის, მარიამ შარმანაშვილისა და მსოფლიოში აღიარებული დირიჟორის, სოფი ლორენის ვაჟის, 54 წლის კარლო პონტი უმცროსის ოჯახი დაინგრა.
ამის შესახებ მარიამი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად განუზომელი ტკივილისა, ეს გადაწყვეტილება ორივეს მომავალი ბედნიერებისთვის მიიღო.
"ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ამის დაწერა მიწევს, თუმცა, რადგან ამდენი თქვენგანი გულშემატკივრობდით ჩვენს სიყვარულს, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, გაურკვევლობაში არ დაგტოვოთ და დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ქორწინება დასრულდა.
პირად ცხოვრებაში იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება არ მჩვევია, ამიტომ მინდა იცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი ძალიან გააზრებულად და წინასწარი განსჯის შედეგად გადავდგი. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი განუზომელია, ვიცოდი, რომ ეს ნაბიჯი ორივეს მომავალი ბედნიერებისთვის უნდა გადამედგა.
უზომოდ მადლიერი ვარ კარლოსი ყოველი ბედნიერი წუთისა და ერთად გატარებული თითოეული დღისთვის - მან ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები მაჩუქა.
მთელი გულით ვუსურვებ სამყაროში არსებულ ყველა ბედნიერებას და სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით ვიქნები, როგორც ადამიანი, რომელიც მას მხარს დაუჭერს. ზოგჯერ გაშვება სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი გამოხატულებაა..." - წერს მარიამი.
ცნობისთვის, წყვილი ქორწინებაში 2025 წლიდან იმყოფებოდა. მათ საქართველოში გრანდიოზული, ტრადიციული ქორწილი გადაიხადეს. რის შემდეგაც, ხელი ოფიციალურად ჟენევაში მოაწერეს.