ავტორი:

"სავაჭრო ქსელში რძის პროდუქტების დიდი ნაწილი რძის ფხვნილისაა. თუ ბავშვისთვის ყიდულობთ..." - რა უნდა ვიცოდეთ რძის ან რძის პროდუქტების შეძენისას

"სავაჭრო ქსელში რძის პროდუქტების დიდი ნაწილი რძის ფხვნილისაა. თუ ბავშვისთვის ყიდულობთ..." - რა უნდა ვიცოდეთ რძის ან რძის პროდუქტების შეძენისას

ჩვენს სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების მრავალფეროვნებაა.

მათი ნაწილი ქართული წარმოებისაა, თუმცა ხშირად ნახავთ პროდუქციას, რომელიც უცხო ქვეყნებიდანაა შემოტანილი. ამ მრავალფეროვნებაში გარკვევა ადვილი არ არის.

სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება სურსათის უვნებლობის სპეციალისტი თორნიკე ცხვედაძე:

- სავაჭრო ქსელში რძის პროდუქტების დიდი ნაწილი რძის ფხვნილისგანაა დამზადებული. მომხმარებლები ხშირად კითხულობენ - რამდენად კარგი არჩევანია ამგვარი პროდუქციის შეძენა? - იმისთვის, რომ ამ შეკითხვას ვუპასუხოთ, ჯერ უნდა ითქვას, როგორ ამზადებენ რძის ფხვნილს: ოდნავ შესქელებულ რძეს სპეციალურ დანადგარში ათავსებენ, რათა სითხე მოაცილონ. ამ დროს დანადგარში ძალიან მაღალი ტემპერატურაა - სულ ცოტა, 200 გრადუსი. რძეში არსებული წყალი სწრაფად ორთქლდება და მის ნაცვლად მშრალი ნივთიერება რჩება - სწორედ ეს არის რძის ფხვნილი. თუ მას ცხიმს არ გამოვაცლით, ცხიმიანი რძის ფხვნილი დაგვრჩება, მაგრამ თუ გამოვაცლით, უცხიმო. იმის გამო, რომ რძის ფხვნილი შედარებით იაფია, მას "რძის შემცველი პროდუქტების" დასამზადებლად იყენებენ. ამგვარ პროდუქტში რძის ფხვნილთან ერთად, მცენარეული ან ცხოველური ცხიმია გამოყენებული, მაგალითად, პალმის ან მზესუმზირის ზეთი და სხვა მცენარეული თუ ცხოველური ცხიმები.

- პალმის ზეთზე ბევრი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება. ნუთუ ასე მავნებელია?

- შესაძლოა ნუტრიციოლოგმა თქვას, ცუდი პროდუქტიოა, მაგრამ ჯანმრთელობისთვის არც ისე საზიანოა, როგორც მიაწერენ.

ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქტი უკეთესია, მაგრამ მოსაზრება, რომ რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქცია ცუდი და უხარისხოა, არასწორია. რძის ფხვნილიც ხომ რძისგანაა დამზადებული და როცა რძის ფხვნილი ხარისხიანი და ვადიანია, მისგან დამზადებული პროდუქციაც არ დაიწუნება. გარდა ამისა, რძის ფხვნილს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ნატურალური რძის ტრანსპორტირება რთულია, რადგან ის სამაცივრე პირობებს საჭიროებს, რძის ფხვნილის გადატანა კი მარტივია, მისი შენახვა, დაფასოება და ტრანსპორტირებაც მარტივად შეიძლება, რითაც დიდი თანხა იზოგება. მთავარია, ხარისხიანი იყოს, თორემ გადაჭრით იმის თქმა, რომ რძის ფხვნილი ცუდი პროდუქტია, არ შეიძლება.

- თუ ინარჩუნებს "რძის შემცველი პროდუქტი" კალციუმს და რძეში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს?

- ნატურალურ რძეში კალციუმი და სხვადასხვა ვიტამინი თუ მინერალი დიდი რაოდენობითაა. ამ თვისებებს "რძის შემცველი პროდუქტებიც" ინარჩუნებს. განაგრძეთ კითხვა