ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას კიდევ ერთ სასიხარულო ამბავს უზიარებს.
როგორც ის წერს, ამჯერად საზოგადოება დაეხმარა კურიერს, რომელსაც საკუთარი ჭერი არ აქვს და ქუჩაში ცხოვრობდა.
"ქუჩაში ნაპოვნი კურიერი ქუჩაში აღარასდროს დაიძინებს!
დავაბინავეთ ულამაზეს სახლში, გადავუხადეთ ერთი წლის ქირა, შევუძინეთ საკვები და ტანსაცმელი. დავუფარეთ ვალები და გადასახადები, დავუტოვეთ საწყისი თანხაც და მივეცით ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა. ახლაც კი სიზმარში ჰგონია თავი, გეფიცებით. კარგი, მშრომელი ადამიანია. საკუთარი მოპედიც ჰყავს და ახლა უკვე ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ცხოვრება თავიდან მოაწყოს.
ჩვენც მის გვერდით ვიქნებით და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის დავეხმარებით. ნელ-ნელა ქუჩაში დარჩენილ სხვა ადამიანებსაც მივხედავთ და თითოეულ მათგანთან მივალთ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისა და დახმარებისთვის!
დღეს ერთი ადამიანი გავაბედნიერეთ და კიდევ ერთ ადამიანს მივეცით იმედი, რომ ცხოვრება შეიძლება თავიდან დაიწყოს." - წერს აკა სინჯიკაშვილი