ავტორი:

"სულ ასეთი მომღიმარი, ბედნიერი და ლამაზი იყავი, ყველა იმ ბოროტი, შურიანი და ბოღმა ადამიანის ჯინაზე" - რას წერს ნინო სუხიშვილი ლინა სიჭინავას შესახებ

"სულ ასეთი მომღიმარი, ბედნიერი და ლამაზი იყავი, ყველა იმ ბოროტი, შურიანი და ბოღმა ადამიანის ჯინაზე" - რას წერს ნინო სუხიშვილი ლინა სიჭინავას შესახებ

ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ დირექტორი და ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში ლინა სიჭინავას მიმართავს და მის პირად ცხოვრებაში არსებულ სასიხარულო სიახლეს ეხმაურება.

"ლინა, ჩემო ლამაზო,უსაზღვროდ გახარებული ვარ იმ სიახლით, რაც შენს პირად ცხოვრებაში ხდება,სულ ასეთი მომღიმარი, ბედნიერი და ლამაზი იყავი მუდამ, ყველა იმ ბოროტი, შურიანი და ბოღმა ადამიანის ჯინაზე,ულევ სიყვარულს გისურვებ!" - წერს ნინო სუხიშვილი.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ "სუხიშვილების" ახალი თაობის მოცეკვავეს, 19 წლის ლინა სიჭინავასა და UFC-ის ყოფილ ჩემპიონ ილია თოფურიას რომანი აქვთ. თუმცა არც ერთ მათგანს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ასევე იხილეთ: