ავტორი:

“მეგობრები“ - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ფოტოებს აქვეყნებს

“მეგობრები“ - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ფოტოებს აქვეყნებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის ფოტოებს აქვეყნებს წარწერებით: “მეგობრები“ და “ჩემი მეგობარი“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპი ჩინეთის ქალაქ შენჟენში ჩინელ და რუს კოლეგებს ჯერ ორმხრივად, შემდეგ კი სამმხრივ ფორმატში შეხვდა. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ მან რუსეთის პრეზიდენტს “მეგობარი“ უწოდა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა სი ძინპინს უთხრა, რომ მისი მეგობარია და ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ.