ავტორი:

“ე.წ “ინვიტრო“ განაყოფიერება რჩება ისევ, როგორც არის - საკმაოდ ობიექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება“ - ირაკლი კირცხალია

“ე.წ “ინვიტრო“ განაყოფიერება რჩება ისევ, როგორც არის - საკმაოდ ობიექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება“ - ირაკლი კირცხალია

“ე.წ “ინვიტრო“ განაყოფიერება რჩება ისევ როგორც არის, ბევრი ფაქტორისა და მიზეზის გამო. საკმაოდ ობიექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება. მხოლოდ ჩვენ მოქალაქეები შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

  • როგორც მან თავად აღნიშნა, სუროგაცია ბევრი რისკის შემცველი ფაქტორის გამო სრულიად აიკრძალება, მათ შორის, ტრეფიკინგისა და ქალთა ექსპლუატაციის საფრთხეების გამო, “რადგან წლების განმავლობაში ამ სფეროს კომერციალიზაცია მოხდა, რასთან ერთადაც რისკები გაზიარდა“.

“სუროგაცია სრულად იკრძალება და საინტერესოა ვისგან უნდა მოყვეს მძაფრი და მწვავე რეაქცია. მზად ვართ მოვისმინოთ ეს მწვავე და მძაფრი რეაქცია, შევიდეთ დისკუსიაში და გვცეთ პასუხები. ძალიან საინტერესო იქნება რა არგუმენტები ექნებათ ამ მწვავე რეაქციის ავტორებს. ზოგადად ეს სფერო კომერციულად გადაიქცა და სწორედ ეს რისკებია, რაც ჩამოვთვალე მოკლედ.

ჯერ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და დროთა განმავლობაში ჟურნალისტები და დაინტერესებული მხარეები მეტს გაიგებენ, უბრალოდ პრაქტიკაზე, როცა ვსაუბრობთ თითქმის ქვეყანა აღარ არსებობს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიც, რომ ავიღოთ ან აკრძალულია ან ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული, მაგრამ რაც შეეხება ამ თემის კომერციალიზაციას, რამაც რეალურად წლების შემდეგ, 2023 წელსაც იდგა, მაგრამ ციფრები რომ შეადაროთ 2023 წლის ვითარება ამ ბაზარზე სამწუხაროდ ამ სიტყვის გამოყენება მიწევს და დღევანდელი ციფრები კოლოსალურად არის. ეს წარმოშობს შემდეგ იმ უმნიშვნელოვანეს რისკებს რაც შემდგომში ჩამოვთვალეთ, აქაც ძალიან ოქროს შუალედში უნდა გავიაროთ და ვისაც უსარგებლიათ ამ სერვისით მათზე არ ვსაუბრობთ, სიცოცხლეა და აქ არ შევდივართ, რაც იყო და როგორც იყო. ჩვენ ვაზღვევთ მომავალ რისკებს, რომელიც ამ საკითხს თან სდევს. ფაქტობრივად 5-6 ქვეყანაა, მათ შორისაა საქართველოც, პოსტ-საბჭოთა სივრციდან, სადაც ჯერ კიდევ ეს თემა დარჩენილია. ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოა და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მხოლოდ სუროგაციას ეხება თემა და მის სრულიად აკრძალვას.

აკრძალვის შემდეგ კიდევ უფრო ორმაგად და სამმაგად საკონტროლებელია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტულად ეს მიმართულება სრულიად ასაკრძალია, აქ შეიძლება საზოგადოებას წინასწარ გაუჩნდეს კითხვა, ერთი არის ე.წ “ინვიტრო" განაყოფიერება ეს რჩება ისევ, როგორც არის, ბევრი ფაქტორისა და მიზეზის გამო. საკმაოდ ობიექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება. მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას, მაგრამ კონკრეტულად ეს საკითხი [სუროგაცია], რომელიც მართლაც დიდი სფეროდ გადაიქცა და წლიდან წლამდე ვნახეთ, რომ გაიზარდა, მასთან ერთად ძალიან გაზარდა ის ეთიკური და არა მხოლოდ მათ შორის, ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის რისკები, ამას ვერ დავუშვებთ, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, - განაცხადა კირცხალიამ.