თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაღუპული ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი და მისი ექვსი წლის შვილი, არიანა დაკრძალეს.
დედა-შვილის ცხედარი მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან შვიდსაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. შედეგად გამოწვეულ ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.