ავტორი:

მაილი საირუსის ზღაპრული ქორწილი - ყვავილების ზღვა, გრანდიოზული ცერემონია და ვარსკვლავური სტუმრები: ვინ არის მომღერლის რჩეული?

მაილი საირუსის ზღაპრული ქორწილი - ყვავილების ზღვა, გრანდიოზული ცერემონია და ვარსკვლავური სტუმრები: ვინ არის მომღერლის რჩეული?

ამერიკელი მომღერალი მაილი საირუსი დაქორწინდა. მისი რჩეული 28 წლის მუსიკოსი მაქს მორანდოა, რომელიც მსმენელისთვის ცნობილია ალტერნატიული როკჯგუფ Liily-ის დრამერის, სიმღერების ავტორისა და პროდიუსერის რანგში. წყვილმა ოთხ წელზე მეტი ხნის ურთიერთობის შემდეგ, კალიფორნიაში იქორწინა.

  • როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა?

მაილი საირუსი და მაქს მორანდო ერთმანეთს 2021 წელს, საერთო ნაცნობების მიერ ორგანიზებულ პაემანზე შეხვდნენ. მათი ურთიერთობა ფართო საზოგადოებისთვის იმავე წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, როდესაც წყვილი Gucci Love Parade-ის ჩვენებაზე ერთად გამოჩნდა.

2025 წელს მათი ნიშნობა დადასტურდა. მორანდომ მომღერალს ხელი იაპონიაში, კიოტოში, მოგზაურობის დროს სთხოვა.

  • გრანდიოზული ქორწილი შაბათს, ქალაქ პალმ-სპრინგსში გაიმართა.

ქორწილს ესწრებოდნენ მაილის მშობლები - ბილი რეი საირუსი და ტიშ საირუსი, რომლებსაც მათი ამჟამინდელი პარტნიორები ახლდნენ: ელიზაბეტ ჰარლი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინიშნა ბილი რეი საირუსზე და დომინიკ პერსელი, რომელიც ტიშზე 2023 წელს დაქორწინდა.

საქორწინო ცერემონიას მაილის ახლო მეგობარი, ჯგუფ Flaming Lips-ის სოლისტი უეინ კოინი უძღვებოდა. შაბათს, ქორწილისთვის ბოლო სამზადისზე ღონისძიების ლოკაციაზე ურიცხვი რაოდენობის თეთრი ყვავილი მიიტანეს.

მაილი საირუსმა ქორწილის შესახებ მინიშნება ჯერ კიდევ გასულ თვეში გააკეთა. ოქტომბერში, ლოს-ანჯელესის ცნობილ საკონცერტო სივრცეში, Hollywood Bowl-ზე გამართული კონცერტის დროს, 33 წლის მომღერალმა სცენაზე თავისი საქმრო, მაქს მორანდო მიიწვია.

მორანდო მომღერალს დასარტყამ ინსტრუმენტებზე აჰყვა, როდესაც მაილი სიმღერას "Let's Get Married“ ("მოდი, დავქორწინდეთ“) ასრულებდა. წყვილის ერთობლივმა გამოსვლამ მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია და ბევრმა ეს მოახლოებული ქორწილის მინიშნებად აღიქვა.

კონცერტზე დამსწრეების თქმით, მაილი და მაქსი სცენაზე ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ სითბოს გამოხატავდნენ. სიმღერის დასრულების შემდეგ მომღერალმა საქმროს აკოცა.

წყვილი 2021 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს. 2025 წლის ბოლოს კი მაქს მორანდომ მაილის ხელი იაპონიაში, კიოტოში მოგზაურობისას სთხოვა.

მომღერლის ნიშნობის ბეჭედი 14-კარატიანი ყვითელი ოქროსგან არის დამზადებული. მასზე cushion-cut -ის ფორმის ძვირფასი ქვაა მოთავსებული. სამკაული ცნობილი დიზაინერის, ჟაკი აიშის (Jacquie Aiche) ინდივიდუალური ნამუშევარია, რომლის სამკაულებსაც არაერთი ცნობილი ვარსკვლავი ირჩევს.

"საბოლოოდ, ისეთ ადამიანს შევხვდი, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, შესანიშნავად მექცევა და პატივს მცემს, ამასთანავე, ჩემი მამაკაცი საოცრად მიმზიდველია", - განაცხადა საირუსმა 2025 წლის სექტემბერში, გამოცემა The Cut-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მაილი წარსულში მსახიობ ლიამ ჰემსვორტზე იყო დაქორწინებული. წყვილმა 2018 წელს იქორწინა, თუმცა ერთ წელზე ნაკლებ დროში დაშორდნენ.

წყარო: pagesix.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა