დიდი ბრიტანეთის პარაოლიმპიელ სპორტსმენს, რომელმაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბრალი გაუპატიურების 11 ეპიზოდში წაუყენეს.
ინვალიდის ეტლით მოსარგებლე კალათბურთელი ლი ფრაიერი, რომელიც 28 წლის განმავლობაში სპორტში საუკეთესო პარაოლიმპიური შედეგს დებდა, ისეთ შემზარავ დანაშაულებშია ბრალდებული როგორიცაა: ვუაიერიზმი, განზრახ დახრჩობა, იძულება.

ფრაიერმა სასამართლოში მოისმინა ბრალდებების ის გრძელი ნუსხა, რომელსაც მას მართლმსაჯულება უყენებს. ბრალდების პოზიციით, პირველი სავარაუდო გაუპატიურება, 2021 წლის მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში მოხდა, როდესაც ის 18 წლის იყო.
კიდევ ერთი ბრალდებები მოიცავს ესპანეთში ქალის სხვადასხვა ფორმით გაუპატიურებას, რომელიც, სავარაუდოდ, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის მარტამდე პერიოდში მოხდა.
ფრაიერს ასევე ბრალი ედება ქალის მიმართ ვუაიერიზმში მისი თანხმობის გარეშე. მას ასევე ინტიმურ ურთიერთობაში განზრახ დახრჩობის, ძალადობის და კონტროლის ან იძულების ქცევის ბრალდებებიც წაუყენეს.
სასამართლო პროცესი მომავალი წლის მარტისთვის დაინიშნა. სასამართლოზე ნათქვამი იყო, რომ ფრაიერის შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ადაპტაციები უნდა განხორციელდეს.
"ჩვენ ვიცით, რომ ლი ფრაიერის წინააღმდეგ ბრალდებებია წაყენებული. რადგან საქმე ამჟამად მიმდინარე სასამართლო პროცესებს ექვემდებარება, ამ ეტაპზე კომენტარს აღარ გავაკეთებთ.“ - ნათქვამია ParalympicsGB-ის განცხადებაში.
.