ავტორი:

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის 2024 წლის აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილიც არის

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის 2024 წლის აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილიც არის

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორისაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი.

  • თუმცა ჯერჯერობით ინფორმაცია ამის თაობაზე არ დასტურდება. როგორც ოკმელაშვილის ადვოკატმა "მთავარს" განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო.

რეჟისორსა და პროდიუსერს, ვიდეოსაწარმო "ლიმონი“-ის დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს გასული წლის თებერვალში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • რაში ედებოდა ბრალი

გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს, საპროტესტო აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.