12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"ყოველი წამი, ყოველი წუთი, ყოველი დღე და 12 წელი შენ მელანდები, შვილო... ალბათ ჭკუიდან გავალ, რომ დაგინახო, სიხარულისგან. არავინ იცის, რა წამება და ტანჯვაა ჩემს გულში, ვაიმე... დღის განმავლობაში გული, შენი სახელი რამდენჯერ მცდება პირიდან... ვიტანჯები, შვილო, გული დაგპირდა და ამას შევძლებ. მიყვარხარ, შვილო." - წერს სოფო ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელია, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.