ინდონეზიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შაბათ-კვირას საკონდიტრო ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ხელისუფლება იძიებს ხანძრის გამომწვევ მიზეზს, რომელიც ბანტენის პროვინციაში, ქალაქ ჩიკანდეში მდებარე საკონდიტრო ფაბრიკა „PT Fonusa Agung Mulia“-ს ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერის მოკლე ჩართვამ გამოიწვია.