ავტორი:

გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ქსნის პენიტენციური დაწესებულება დატოვა მსჯავრდებულმა გიორგი ოკმელაშვილმაც. ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა.

  • გიორგი ოკმელაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. მათ შორის მოხვდნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი.