ავტორი:

"თავისუფლების ფასი არაფერია" - გიორგი ოკმელაშვილი

"თავისუფლების ფასი არაფერია" - გიორგი ოკმელაშვილი

გამძლეობა მინდა ვუსურვო [პატიმრებს], თავისუფლების ფასი არაფერია, - ამის შესახებ ქსნის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მსჯავრდებულმა გიორგი ოკმელაშვილმა განაცხადა.

ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა.

"როკ-ენ-როლი გრძელდება, უხერხული იყო, სხვა ვერაფერს გეტყვით. 414-ს მოკითხვა“, - განაცხადა ოკმელაშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის ბრძოლის გაგრძელებას, უპასუხა, რომ არაფერი შეცვლილა.

"ალბათ, როგორც ვიყავი, ისევ ისე, არაფერი შეცვლილა”, - განაცხადა ოკმელაშვილმა.

გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის მაისში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, თემურ ზასოხაშვილმა და დავით ლომიძემაც.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.

ფოტო: მინდია გაბაძე/პუბლიკა