ავტორი:

მოსკოვში 80 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, "ვალტერი" დააკავეს

მოსკოვში 80 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, "ვალტერი" დააკავეს

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში 80 წლის ვალიკო ჯეჯეია, მეტსახელად "ვალტერი“ დააკავეს. ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროზე სპეციალიზებული რუსული გამოცემა "Прайм Крайм“ ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, ჯეჯეია რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მოქმედი ე.წ. კანონიერი ქურდია. როგორც გამოცემა წერს, ვალიკო ჯეჯეია 21 ნოემბერს, ერევნიდან მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

რუსული გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ჯეჯეია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მონტენეგროში ცხოვრობდა, თუმცა ვიზის ვადის ამოწურვის გამო ქვეყნის დატოვება მოუწია. ამის შემდეგ ის სომხეთში გაემგზავრა, საიდანაც, რუსეთის მოქალაქეობის გამო, მოსკოვში დაბრუნდა.

როგორც "Прайм Крайм“ წერს, ვალიკო ჯეჯეია რუსეთის დედაქალაქში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ჩავიდა - მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოჯანმრთელებისთვის ერთი თვის ვადა მისცეს. ჯეჯეიამ კი პირობა დადო, რომ ოპერაციის ჩატარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, რუსეთს დატოვებდა.