ავტორი:

"უკრაინამ და ნატო-მ შექმნეს ისეთი ვითარება, როდესაც რუსეთი ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს" - დიმიტრი მედვედევი

"უკრაინამ და ნატო-მ შექმნეს ისეთი ვითარება, როდესაც რუსეთი ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს" - დიმიტრი მედვედევი

უკრაინამ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა და ალიანსის მიღმა მყოფმა რამდენიმე დასავლურმა სახელმწიფომ უკვე შექმნეს ისეთი ვითარება, როდესაც რუსეთი ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მოსკოვი ყოვლისმომცველად აფასებს, იქნება თუ არა საპასუხო ქმედება მიყენებული ზიანის პროპორციული, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სტატიაში - "სახელმწიფო სუვერენიტეტი და ბირთვული იარაღი: ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტები“ - წერს.

"ფორმალურად, რიგ შემთხვევებში, მხარეებმა, რომლებიც კოლექტიურად გვიპირისპირდებიან (უკრაინა, ნატო-ს წევრი ქვეყნები და ალიანსის მიღმა მყოფი რამდენიმე დასავლური სახელმწიფო), უკვე შექმნეს ისეთი ვითარება, როდესაც რუსეთი ბირთვული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს“, - აცხადებს მედვედევი.

მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას რუსეთის პრეზიდენტი „ყოველთვის ხელმძღვანელობს ყველა ფაქტორის ყოვლისმომცველი ანალიზით, აგრეთვე - მიყენებულ რეალურ ზიანსა და საპასუხო ზომებს შორის პროპორციულობით“.