სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში შეტევა მიმდინარეობს.
"ჩემს ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფში, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი და ამ ნომერზე უნდა დამირეკონ. ჩემზე შეტევამ მიიღო სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა, მხოლოდ პროპაგანდა აღარაა ეს”, - წერს თორნიკე რაზმაძე.