“კომპანია NVIDIA-მ ჯენსენ ჰუანგი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე აღადგინა“, - ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
“NVIDIA-მ დღეს გამოაცხადა, რომ ჯენსენ ჰუანგი კომპანიის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობებზე, ასევე დირექტორთა საბჭოს წევრად დაუყოვნებლივ აღდგა“, - ნათქამია კომპანიის განცხადებაში.
“ქვეყანას NVIDIA-ში ჯენსენ ჰუანგის მმართველობა სჭირდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ამერიკის ეკონომიკის წარმატება და კეთილდღეობა. აშშ-ის მთავრობას არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ჯენსენ ჰუანგის NVIDIA-ში დაბრუნება ეროვნული უსაფრთხოებისთვის რაიმე სახის საფრთხეს წარმოადგენს. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მთავრობას არ აქვს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მან უკანონო ქმედება ჩაიდინა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ასევე, მისი თქმით, ჯენსენ ჰუანგს პირადად იცნობს და ის “დიდებული პატრიოტია“.
ცნობისთვის, ჯენსენ ჰუანგმა კომპანია NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 12 ნოემბერს დატოვა.
ჯენსენ ჰუანგის თანამდებობიდან გადადგომა სკანდალს მოჰყვა, რომელიც ჰუანგის პირად ცხოვრებასა და ჩინეთის სასარგებლოდ შესაძლო ჯაშუშობასთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ჯენსენ ჰუანგს კავშირი ჰქონდა ელის ჰუანგთან. ამ უკანასკნელს ამერიკული დაზვერვა ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს