“ამოუცნობი მფრინავი ობიექტები და უცხოპლანეტელები რეალურად არსებობენ და აშშ-ის სამხედრო ძალებს საკუთარი მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით “დასცინიან“, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღების ყოფილი კონსტრუქტორი აცხადებს.
12-წლიანი კვლევის შემდეგ მოშიერი მივიდა დასკვნამდე, რომ UFO -ებთან შეხვედრების, პირუტყვის იდუმალი დასახიჩრების, უცხოპლანეტელების მიერ ადამიანების გატაცებისა და ყანებში გაჩენილი წრეების ისტორიები, სინამდვილეში უცხოპლანეტელების მიერ “დადგმული“ სცენებია, რომელთა მიზანიც კაცობრიობის დაშინებაა.

“იმის დიდი ნაწილი, რაც მათ შესახებ ვიცით, დადგმულად მიმაჩნია. ცხადია, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ დაფიქსირებული ამოუცნობი მოვლენებიც დადგმულია“, - განაცხადა მოშიერმა მედიასთან საუბარში.
მან კონკრეტულად მიუთითა წყნარ ოკეანეში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ავიამზიდ USS Nimitz-ის სამხედრო-საზღვაო ძალების პილოტებმა სასწავლო ფრენებს დროს რამდენიმე ამოუცნობი ობიექტი დააფიქსირეს, რომლებიც 80 000 ფუტის სიმაღლიდან ზღვის დონემდე ერთ წამზე ნაკლებ დროში დაეშვნენ.
“ისინი ჩვენს შორის არიან, საზღვაო გამანადგურებლებს იწვევენ, ავიწროებენ, ჩრდილივით დაჰყვებიან და კონტაქტში შედიან. ფაქტობრივად, თავიანთ უზარმაზარ ტექნოლოგიურ უპირატესობას აჩვენებენ. ანუ, უბრალოდ ”დაგვცინიან“, - აცხადებს მოშიერი.
გერის აზრით, აღწერილი და სხვა შოკისმომგვრელი შემთხვევების მიზანს წარმოადგენს ის, რომ უცხოპლანეტელებმა ნათლად აჩვენონ: მათთვის მნიშვნელოვანია დედამიწის საცხოვრებლად ვარგის გარემოდ შენარჩუნება, რათა საკუთარი სახეობის გამრავლებისა და განსახლების გეგმა განახორციელონ.

“მათ ყველა ტიპის ბირთვულ ობიექტთან, იარაღის საცავებთან, სარაკეტო პლატფორმებთან, იარაღის გადამამუშავებელ ქარხნებთან ხედავენ. ისინი კაცობრიობას გარემოს განადგურების გამო საყვედურობენ. გატაცებულებსა და უცხოპლანეტელებს შორის საუბრების დიდი ნაწილი იმაზეა, თუ როგორ ვაზიანებთ დედამიწას. მათ აწუხებთ, თუ როგორ არ ვუვლით პლანეტას, თუმცა უცხოპლანეტელების სურვილი, ადამიანებმა გარემოს არ ავნონ, სულაც არ არის უანგარო. ჩემი აზრით, გვსტუმრობს უცხოპლანეტელთა რასა, რომლის მთავარი მიზანი დედამიწის ხელახლა დასახლებაა. ისინი აქ საცხოვრებლად და გასამრავლებლად მოდიან“, - აცხადებს უფოლოგი.
მიუხედავად ამისა “ტიკ-ტაკის“ ვიდეო და სამხედროების მიერ გავრცელებული უამრავი სხვა ჩანაწერი დღემდე არ დადასტურებულა, თავად აშშ-ის მთავრობა კი მუდმივად აცხადებს, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტური სიცოცხლის არცერთი მატერიალური მტკიცებულება არ აღმოუჩენიათ.
იხილეთ ასევე: