ავტორი:

მეხსიერება გღალატობთ? - კვების რაციონის მარტივმა ცვლილებამ შესაძლოა მდგომარეობა 100%-ით გამოასწოროს

მეხსიერება გღალატობთ? - კვების რაციონის მარტივმა ცვლილებამ შესაძლოა მდგომარეობა 100%-ით გამოასწოროს

კვების რაციონის მარტივ ცვლილებას მეხსიერების გაუმჯობესება და ტვინის ფუნქციების აღდგენა შეუძლია. სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მავნე პროდუქტების ჯანსაღი საკვებით ჩანაცვლება მეხსიერების ტესტების შედეგებს საგრძნობლად აუმჯობესებს.

  1. მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს, რომ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ცხიმიანი თევზი, ბოსტნეული, ხილი, მთლიანი მარცვლეული, კაკალი და თესლეული, ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციონირებას უჭერს მხარს.
  2. ამავდროულად, ცხიმითა და შაქრით მდიდარი უსარგებლო საკვების მუდმივი მოხმარება ტვინის მუშაობას აზიანებს და კოგნიტურ დაქვეითებას იწვევს.

სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა 27 სხვადასხვა კვლევის მონაცემები გააანალიზეს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ თაგვების გადაყვანამ ცხიმიანი და შაქრიანი რაციონიდან ჯანსაღ კვებაზე მეხსიერების ტესტების შედეგები საგრძნობლად გააუმჯობესა.

  • ჰიპოკამპის როლი და ტესტის შედეგები - რა გავლენას ახდენს კვების ხანგრძლივობა?

იმ ცხოველებს, რომლებიც უსარგებლო საკვებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოიხმარდნენ, კვების შეცვლის შემდეგაც კი მეხსიერების ტესტებში შედარებით დაბალი შედეგები ჰქონდათ. მეხსიერების ყველაზე დიდი გაუმჯობესება დაფიქსირდა ობიექტების ადგილმდებარეობის ტესტებში, სადაც ცხოველი, რომელსაც ახსოვდა ობიექტის პირველანდელი ადგილი, მის გადაადგილების შემდეგ ობიექტის შესწავლას მეტ დროს უთმობდა.

აღნიშნული ტესტი იყენებს ჰიპოკამპს - ტვინის იმ ნაწილს, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს სწავლასა და მეხსიერებაში და განსაკუთრებით მგრძნობიარეა კვების რაციონის ცვლილების მიმართ.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მეხსიერების გაუმჯობესება განსაკუთრებით იმ თაგვებში შეინიშნებოდა, რომლებიც მაღალცხიმიანი დიეტიდან გადავიდნენ ჯანსაღ კვებაზე, ხოლო მაღალშაქრიანი ან კომბინირებული (ცხიმი+შაქარი) დიეტიდან გადასულებში ეფექტი შედარებით ნაკლები იყო.

კვების ცვლილებას არ მოუხდენია გავლენა შფოთვის, დეპრესიული ქცევის, მოტივაციისა თუ აქტივობის მაჩვენებლებზე.

იხილეთ ასევე: