ავტორი:

“ვერ მივიღებ უშენობას ბა - რაც კი ვარ, ყველაფერი შენი დამსახურებაა ბუზა“ - ნატალია ყიფშიძე ბაბუას ემოციურად ემშვიდობება

“ვერ მივიღებ უშენობას ბა - რაც კი ვარ, ყველაფერი შენი დამსახურებაა ბუზა“ - ნატალია ყიფშიძე ბაბუას ემოციურად ემშვიდობება

ნატალია ყიფშიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ის თავის ბაბუას სამუდამდ ემშვიდობება.

ნატალია მისი ბაბუის შესახებ ადრეც წერდა - “დიახ მე ეროვნებით ქართველი და სომეხი ვარ. გამზარდა ამ საოცარმა პიროვნებამ. ბიჭი (არკადი ჰქვია და ბიჭის ეძახიან ბავშვობიდან) ბაბუმ მასწავლა ქვეყნის სიყვარული, საკუთარი აზრის ქონა და მისი გამოხატვა საჭიროების მიზნით,“ - ასე მიმართა 2 წლის წინ ახალგაზრდა მსახიობმა საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც მის ეროვნებას უსვამდა ხაზს.

ნატალია ყიფშიძის ბაუამ ბოლო დღეები კლინიკაში გაატარა.

“ერთი რაც დაზუსტებით ვიცი ბა, არის ის რომ შენზე წარსულში ვერ ვისაუბრებ. ვერ მივიღებ უშენობას.

შენ ჩემთან ხარ. სულ მეუბნები “ჩემო ცხოვრება” - მეც სულ გპასუხობ: შენ ხარ ჩემი ცხოვრება.

ბაბუ არის ის ადამიანი რომელმაც ჩემი მორალი დაწერა. რომელმაც დაწერა ჩემი გონება, ჩემი აღქმა, ჩემი სიყვარული. რაც კი ვარ ყველაფერი შენი დამსახურებაა ბუზა.

კაცი რომელიც 27 წელია ვერ დადის, მოვლა სჭირდება ჩვენ გვივლის, ჩვენზე ზრუნავს. ჩვენი ეზოს ბროწეული ყოველ ოქტომბერში ისხავს ნაყოფს. ყოველ ოქტომბერს ბაბუ ხელით მიწურავს წვენს და უყურებს რომ ბოლო წვეთამდე დავლიო, სისხლს წმინდავს - ასე მეუბნები. ბროწეულის ხის ქვეშ კუ ცხოვრობს. ყოველდღე მახსენებ, რომ კუს ვაჭამო კიტრი ან სტაფილო. ბაბუს კუ ცხოვრებაში არ უნახავს. ასეთია ბაბუ. მზრუნველი, თბილი, მშვიდი.

ვერ გემშვიდობები ბა ვერ გაგიშვებ. კლინიკის დღეებშიც გეუბნებოდი რო ზედმეტებში ხარ.. ძალიან გაწელე სახლში დაბრუნება. არადა ყველაფერი მოგიმზადე რომ სახლში იყო. ჩვენთან იყო. როგორც სულ მეუბნები ისე მოვიქცევი. დღეს გავაკეთებ საქმეს და ხვალისთვის არ გადავდებ. Ujuon nz pt Stunn!

- შენი ბუზა, შენი სუნთქვა,“ - წერს ნატალია ყიფშიძე.

იხილეთ ასევე: