UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიასა და ქართველი მოცეკვავის, ლინა სიჭინავას სავარაუდო რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ესპანურ მედიაში ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გამოცემა Divinity წერს, რომ სპორტსმენს ჯორჯინა უზკატეგუისთან განქორწინების შემდეგ ახალი სიყვარული ჰყავს. ამასთან, თოფურიამ ლინას ფოტოზე საჯარო კომენტარიც დატოვა.

მანამდე მათი ურთიერთობის შესახებ ესპანელმა ჟურნალისტმა ხავი დე ოიოსმა ისაუბრა. 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში Divinity წერს, რომ ილია თოფურია და ლინა სიჭინავა დაახლოებით ერთი თვეა ერთად არიან.

ლინა სიჭინავა ქართველი მოცეკვავე და მოდელია. ის "სუხიშვილების“ ნაციონალური ბალეტის წევრია, რომლის საქმიანობაც ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სცენებზე ქვეყნის კულტურის წარდგენას უკავშირდება - წერს მედია.
გამოცემა ასევე წერს, რომ ლინა სამოდელო სფეროშიც მუშაობს და სააგენტო Look Models Management-თან თანამშრომლობს. სოციალურ ქსელში ის ფოტოსესიების, რეპეტიციებისა და სასცენო გამოსვლების ამსახველ მასალებს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯორჯინა უზკატეგუის დაშორდა, რომელთანაც საერთო ქალიშვილი ჰყავს. მათი განშორება სასამართლო დავის ფონზეც მიმდინარეობდა.