ავტორი:

"სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია - ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა, მთავარი ქალების ექსპლუატაციაა" - ირაკლი კობახიძე

"სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია - ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა, მთავარი ქალების ექსპლუატაციაა" - ირაკლი კობახიძე

ზოგადად, სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციასთან- შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • მან ასევე განმარტა, რატომ არ მოხდა სუროგაციის ნაწილობრივი რეგულაცია და აღნიშნა, რომ როგორც არ უნდა დაარეგულირო სუროგაციის საკითხი, ექსპლუატაციის პრობლემა არ იხსნება.

"არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად, სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციასთან. ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც სუროგაცია ჰქვია, პირველ რიგში, სწორედ ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.

სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად, აქედან გამომდინარე რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას“,- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: სუროგაცია არის პრობლემა და აზარტული თამაშების პოპულარიზაცია არის ერის ხსნა? კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული საკითხია და ამასთან განმარტა, რომ სათამაშო ბიზნესში უხეში ჩარევა ეკონომიკასაც დააზიანებდა და ტურიზმსაც.

"ორი სხვადასხვა რამეა. საქართველოში კაზინოები მოქმედებს ძალიან ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის სექტორის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ასე განვითარდა ეს სექტორი. შესაბამისად, ერთბაშად რომ შეეხო უხეშად ამ სექტორს, ეს გამოიწვევს პრინციპულ პრობლემებს, ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმისთვის. არაფერს არ ვამარტივებთ, ეს იყო ტყუილი, პირიქით, ჩარჩოებში მოექცა კონკრეტული მიმართულება, არავითარი გამარტივება ეს არ იყო. ჩვენ საპატრიარქოსთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ამ კუთხით არავითარი პრობლემა... რა თქმა უნდა, სუროგაციაზეც გვქონდა კონსულტაციები. მათი პოზიცია იყო ის, რომ სუროგაცია, უმჯობესი იყო, აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, საპატრიარქოს, ეკლესიის მოსმენა, მათი აზრის გათვალისწინება, ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით“.- განაცხადა კობახიძემ.